logo_geo
eng_logo
ირანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის დროს 20 ჯარისკაცი დაიღუპა
- +

13 თებერვალი. 2019. 23:14

 

 

ირანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის დროს, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 20 ჯარისკაცი დაიღუპა. აფეთქების შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

 

ირანული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

 

ტერორისტული თავდასხმა ქალაქების ზაჰედანისა და ხაშის დამაკავშირებელ გზაზე პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner