logo_geo
eng_logo
ანხელ დი მარიას ტრიბუნიდან ლუდის ბოთლი ესროლეს - კურიოზი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩზე
- +

14 თებერვალი. 2019. 01:15

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩზე  კურიოზული ეპიზოდი მოხდა. კუთხურის ჩაწოდებამდე, „პსჟ“-ს ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ტრიბუნიდან ლუდის ბოთლი ესროლეს. არგენტინელი არ დაიბნა, ბოთლი აიღო და ლუდის დალევის იმიტაცია გააკეთა, შემდეგ კი, კუთხური ჩააწოდა.

 

„პსჟ“-ში გადასვლამდე, დი მარია „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა და ამის გამო, ინგლისელი ფანები არგენტინელს მთელი მატჩის განმავლობაში ობსტრუქციებს უწყობდნენ. დი მარიამ „მანჩესტერთან“ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებით, 0:2 დამთავრდა.

 

 

 

 

წყარო - Skysports

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner