logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

14 თებერვალი. 2019. 01:32

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში , პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

 

სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეო ჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული ზ.ლ.  დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების  საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის

მეშვეობით გაავრცელა  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის წესით ისჯება,  პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის

გავრცელების ფაქტზე,  გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის

პირველი და მეორე ნაწილით აწარმოებს.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  სულ

18 პირია დაკავებული.

 

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის

მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner