logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება
- +

14 თებერვალი. 2019. 11:22

 

 

ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება. როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ წერს, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. კანონპროექტის განხილვა 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

 

აღნიშნული ცვლილება გულისხმობს სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ქვეშ მოქცევას.

 

კანონპროექტის თანახმად, მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს რეორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიერთების გზით. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განისაზღვრება და მის ფუნქციებსაც განახორციელებს.

 

კანონის არსებული რედაქციით, სახელმწიფო ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ორ ადმინისტრაციულ ორგანოზეა გადანაწილებული. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვას და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვას - ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

 

„ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების კანონით უფრო დეტალური რეგულირების საჭიროებით, რაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პრაქტიკიდან (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკიდან) გამომდინარე. კერძოდ, არსებული რედაქციით კანონი: თვალისწინებს მოძველებულ ტერმინებს და ტერმინთა განმარტების ნაწილი შესაბამისობაშია მოსაყვანი კანონმდებლობასთან. არ ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემისას საქართველოს მთავრობის განკარგულების აღსრულების ვადის განმავლობაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგებს, რაც ბუნდოვანებას წარმოშობს პრაქტიკაში. მკაფიოდ არ განსაზღვრავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში აუქციონის შედეგების გაუქმების წინაპირობებს. არ ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაზე სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი რეგულაციების გავრცელებას, რაც პრაქტიკაში პრობლემებს წარმოშობს. არაერთგვაროვნად არეგულირებს სახელმწიფო ქონების აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადას“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner