logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: მიხეილ სააკაშვილი ცდას არ აკლებს კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას
- +

14 თებერვალი. 2019. 13:43

 

„მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს არანორმალურად გაუმართლა, როდესაც მოახდინა წარმატებული სახელმწიფო გადატრიალება. ის ფიქრობს, რომ იღბალი კვლავ მის მხარეზე იქნება და ასევე არანორმალურად გაუმართლებს მომავალში, ამიტომ ის ცდას არ აკლებს კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ „ღამის სტუდიის“ ეთერში განაცხადა.

 

„გასულმა არჩევნებმა სააკაშვილსაც დაანახა, რომ ის რომ არჩევნების გზით საქართველოში ვერ მოიგებს, ვერ მოვა ხელისუფლებაში. ასე იყო 2003 წელსაც, გადატრიალების გზით მოვიდა და ყველა სხვა არჩევნები იყო გაყალბებული, მათ შორის 2004 წლის. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა მკაფიოდ დაანახა, რომ მიუხედავად იმ მასშტაბური გაყალბებისა, რომელიც მისმა გუნდმა გააკეთა, მაინც ვერ აჯობა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner