logo_geo
eng_logo
საქართველოს პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან 100 წელი გავიდა
- +

14 თებერვალი. 2019. 13:45

 

საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა, რითიც საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩიეს. მას უნდა განესაზღვრა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები და შეემუშავებინა კონსტიტუცია.

 

1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა, დაამტკიცა დამფუძნებელი კრების დებულება. იგი ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას.

 

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით, არჩევნების ჩატარება ევალებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საარჩევნო უფლება 20 წლის ასაკიდან განისაზღვრა. პარლამენტს ირჩევდნენ 3 წლის ვადით.

 

არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა.

 

არჩევნებში სულ 15 პარტია იყო დარეგისტრირებული. უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მოგვიანებით,  დამატებითი არჩევნები აქაც ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner