logo_geo
eng_logo
86 წლის ქალი გაკოჭეს... - საქართველოს მოქალაქეს იტალიაში ქურდობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს
- +

14 თებერვალი. 2019. 13:46

 

„იტალიის ქალაქ პარმაში მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი მძარცველი მაღაზიაში დღისით შევიდა. მათ 86 წლის მეპატრონე ქალი გაკოჭეს და მაღაზიიდან ძვირფასეულობა გაიტანეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია აქვეყნებს.

 

მოპარული ნივთების ღირებულება 10 ათასს ევროს აღწევდა. მათ შორის იყო „GUCC“-ის ფირმის ოქროს სამაჯური, რომლის ფასიც ორი ათასს ევროს აღემატებოდა.

 

ორი მძარცველიდან ერთ-ერთის დაკავება კარაბინიერებმა მოგვიანებით შეძლეს. ის 33 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც სასამართლომ სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მისი თანამზრახველი კი ამ დრომდე იმალება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner