logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, საარჩევნო სიები საფუძვლიანად შესასწავლია
- +

14 თებერვალი. 2019. 14:09

 

„სააკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატმა 800 000-მდე ხმა დააგროვა მეორე ტურში, რასაც ლოგიკური ახსნა არ აქვს. ვინც პოლიტიკურ ტექნოლოგიებს იცნობს, მიხვდება, რომ მსგავსი რამ არ ხდება“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ დირექტორმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ „ღამის სტუდიის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო სიები გადასახედი და შესასწავლია.

 

„ვფიქრობ, რომ საარჩევნო სიები საფუძვლიანად შესასწავლია. ძველი პირადობის მოწმობები გადასახედი და შესაცვლელია, ვინაიდან, 2003 წლიდან, მაშინაც კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ საპარლამენტო არჩევნებზე გავიდა, მაშინაც მუსირებდა ეს აზრი, რომ დაიბეჭდა უამრავი ყალბი პირადობის მოწმობა და ეს ბაზები მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობასთან არის დაკავშირებული. მაშინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გარდაცვალების მოწმობის აღება. ყალბი მოწმობების თემა შლეიფად მოსდევს „ნაციონალური მოძრაობის“ მთელ მოღვაწეობას 2003 წლიდან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საარჩევნო სია არის გადასახედი“, - განაცხადა გოგავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner