logo_geo
eng_logo
თაღლითი FBI-ს ყოფილი შეფის მოტყუებას შეეცადა
- +

14 თებერვალი. 2019. 14:54

 

იამაიკელმა სატელეფონო თაღლითმა კენიელ ტომასმა გამდიდრების საკუთარი მეთოდი მოიგონა. ტომასი ურეკავდა შეგულებულ მსხვერპლს და ატყობინებდა, რომ მან ლატარეაში დიდი თანხა მოიგო, მოგების მისაღებად კი გადასახადი უნდა გადაიხადოს. უარის შემთხვევაში ტომასი მუქარასაც კი არ ერიდებოდა.

 

ტომასი თაღლითური საქმიანობა მრავალი წელი გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე მან 30 ადამიანის გაცურება შეძლო. ხშირად მსხვერპლი საკმაოდ დიდ თანხასაც კი უხდიდა კენიელს, ასე, მაგალითად, 82 წლის კალიფორნიელმა 600 ათასი დოლარი გადაუხადა. ერთ საბედისწერო დღეს კი, როცა ტომასი შეეცადა 90 წლის ამერიკელის გაცურებას, მას იღბალმა უმტყუნა. საქმე იმაშია, რომ კენიელმა დაურეკა არა ვირაც რიგით მოხუცს, არამედ უილიამ უებსტერს - FBI-სა და CIA-ს ყოფილ შეფს.

 

თაღლითმა უებსტერს „ახარა“, რომ მან 15,5 მლნ დოლარი და ავტომობილი „მერსედესი“ მოიგო, „მოგების“ მისაღებად კი 50 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა.

 

ტომასისთვის შეიძლებოდა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო, რომ არა მისი თავხედობა. უებსტერისგან უარის მიღების შემდეგ იგი კვლავ აგრძელებდა ტელეფონზე რეკვას და მუქარაზეც გადავიდა. ერთხელ, როცა სატელეფონო ზარს უებსტერის ცოლმა უპასუხა, ტომასი დაემუქრა, რომ თუ თანხის ნაწილს მაინც არ გადაუხდიდნენ, მოძებნიდა და ორივეს მოკლავდა.

 

ამჯერად კი, უებსტერმა, რომელიც უკვე დიდი ხანია პენსიაზეა, ძველი გავლენის  და კავშირების გამოყენება გადაწყვიტა და თაღლითიც გაება მახეში.

 

მართალია, კენიელ ტომასი 2017 წელს დააკავეს, მაგრამ განაჩენი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მხოლოდ ახლა გამოუტანეს, შესაბამისად, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ამ საქმეში უილიამ უებსტერის მონაწილეობის შესახებ.

 

სხვათაშორის, უილიამ უებსტერი ერთადერთია, ვინც აშშ-ის ორი უძლიერესი სტრუქტურის - FBI-სა (გამოძიების ფედერალური ბიურო) და CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) ხელმძღვანელი იყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner