ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურულ და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს.
თბილისის მერიის განცხადებით, საგზაო კაპიტალური სამუშაოები ტარდება გუდამაყარის ქუჩაზე, სადაც პარალელურად სანიაღვრე ქსელიც ეწყობა. კაპიტალური რეაბილიტაცია ქართველიშვილის, ზედამზისა და დაისის ქუჩებს, გვაზაურის მე-2 ჩიხსა და არბოს ქუჩის ნაწილს უტარდება. ასევე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია ლოტკინის მთისა და ბოგვის ქუჩებს, ასევე ღრმაღელის I შესახვევს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე მოწესრიგდება გზის საფარი.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს შიდაკვარტლურ ქუჩებსა და ეზოებშიც. ასფალტის საფარის დაგება დასრულდა თემქის მე-4 მ/რ მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდა ტროტუარებიც.
პარალელურად, ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე ტარდება (კახიანის მე-3 შესახვევის №9, მანჯგალაძის №19, მიქატაძის №4).
სამ მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაციაც (თემქა, მე-3 მ/რ, 1 კვ. გრუზინსკისა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული კიბეები).