„აუცილებლად იქნება მომდევნო შეხვედრები, სადაც საბოლოოდ შევჯერდებით“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა გარვეული ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოში.
„ჯერ არანაირი დაპირება არ მიგვიღია. ეს არის პირველი შეხვედრა, კონსულტაცია, რომელზეც საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ და შევაჯამეთ პოზიციები და დავაფიქსირეთ, რომ არანაირი დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. აქვე დავაფიქსირებ პოზიციას, რომ პრეზიდენტმა გარვეული ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოში, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პრემიერთან არსებული სათათბირო და ვიაზრებთ, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის კიდევაც ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობა, თუმცა, ჩვენი პოზიცია არის ცალსახა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ფორმით ჩაერთოს საბჭოს მუშაობაში“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვის უფლება კონსტიტუციურად აქვს.