logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვცდილობთ, დავიბრუნოთ ტრადიციები და ავაღორძინოთ მეცნიერება!
- +

24 მაისი. 2016. 11:01


დიღომში, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერებს, საექსპერტო ბაზით უზრუნველყოფს.


ყოფილმა პრემიერმა ტექნოლოგიუირი უნივერსიტეტის პრეზიენტაციაზე მისვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციები და მეცნიერება, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის დროს ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ააღორძინოს.


ეს არის მეგა პროექტი, მითუმეტეს, რომ რამდენიმე მეცნიერებას შეუძლია, გამოიყენოს როგორც საექსპერტო ბაზა. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი იმისთვის, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება. ჩვენი მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა და გვაქვს ძალიან კარგი ისტორია, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, მან ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, დაინგრა რაღაც დონეზე. ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები და ავაღორძინოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან აქ როგორც მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს, ისე სხვა მეცნიერებებს ექნებათ საშუალება, მიიღონ უნიკალური საექსპერტო ბაზა.


საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" აფინანსებს.


პროექტის მიზანია, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის  უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner