logo_geo
eng_logo
მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ
- +

25 თებერვალი. 2016. 14:10


მკლავჭიდელები ფედერაციაში არსებული სიტუაციის მოგვარებას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს სთხოვენ. ისინი ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ სოსო ჯაჭვლიანი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და სპორტსმენები არასათანადო პირობებში ვარჯიშობენ.


მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე მსოფლიო ჩემპიონებმა ვასილ დაუთაშვილმა, ლევან საგინაშვილმა, რევაზ ლუტიძემ და გენადი კვიკვინიამ დღეს ისაუბრეს. მათი თქმით, საქმის შესწავლისთვის სპორტის სამინისტროს განცხადებითაც მიმართეს.


„სოსო ჯაჭვლიანი არის ნაკრების მწვრთნელი, თუმცა, არც ერთხელ არ ყოფილა ვარჯიშზე და ჩვენ მწვრთნელის გარეშე გვიწევს ვარჯიში. ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ მეტი ხელფასი აღოს", - განაცხადა ვასილ დაუთაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner