შეკვეთილთან მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს, ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.
საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირადღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული.
სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ" და კომპანია „ელიტა ბურჯი" აწარმოებენ. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში „ქართუს" ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.