თავდაცვის სამინისტროს წვრთნებთან დაკავშირებით, 15-20 თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დროებით დაიხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების განხორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში:
15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში;
16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში;
20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში“, - წერია განცხადებაში.
დაინტერესებული პირებისთვის დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე.