logo_geo
eng_logo
საქართველოს საჰაერო სივრცეში 15-20 თებერვალს ფრენები შეიზღუდება
- +

15 თებერვალი. 2019. 01:22

 

თავდაცვის სამინისტროს წვრთნებთან დაკავშირებით, 15-20 თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დროებით დაიხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების განხორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე  (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში:

 

15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში;

 

16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში;

 

20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში“, - წერია განცხადებაში.

 

დაინტერესებული პირებისთვის დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner