logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
- +

15 თებერვალი. 2019. 10:44

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სამსახურიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

 

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია საჯარო ბიუროს გადაეგზავნა, რომელიც ერთი თვის ვადაში ეცდება შესთავაზოს მათთვის სასურველი და შესაბამისი პოზიციები.

 

"61 საჯარო მოხელე გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, გადაეგზავნება საჯარო ბიუროში და უკვე ერთი თვის განმავლობაში საჯარო ბიურო ეცდება შესთავაზოს ბუნებრივია საჯარო სივრცეში კვლავაც, მათთვის სასურველი და შესაბამისი პოზიციები. ყველა ვინც არ მიიღებს ან ვერ დააკმაყოფილებს ახალ შეთავაზებებს, მიიღებენ კომპენსაციას,“-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

2018 წლის 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, "საქართველოს ბიუჯეტის შესახებ" კანონით 60 საშტატო ერთეული განისაზღვრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი - 15 იანვარს, მეორე ეტაპი კი 15 თებერვლიდან იწყებოდა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროის მონაცემებით მომუშავე 102 თანამშრომლიდან ბიუჯეტის პროექტით ვაკანსია მხოლოდ 60 თანამშრომელზეა გათვალისწინებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner