logo_geo
eng_logo
იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
- +

15 თებერვალი. 2019. 11:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner