logo_geo
eng_logo
თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა - გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია
- +

15 თებერვალი. 2019. 13:45

 

 

თბილისში, მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნიჟარიდან ცუდი - აცეტონის მსგავსი სუნი ამოდის, რაც მშობლებს შეატყობინეს და მათ ბავშვები სახლებში მიჰყავთ.

 

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ  არავინ დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბავშვები ისეთ ოთახებში გადაიყვანეს, სადაც არც საკანალიზაციო გაყვანილობაა და არც აცეტონის სუნი.

 

ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, ასევე, „Georgian Water and Power“-ის ბრიგადა.

 

სააგენტოში როგორც აღნიშნეს, დღეს ბაღში სულ 274 აღსაზრდელი იმყოფებოდა და მათი ნაწილი მშობლებმა უკვე გაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner