საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობაზე, სასტუმრო „ჰუალინგში“, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მეორე ვადით, ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.