logo_geo
eng_logo
ლონდა თოლორაია: სისტემის შიგნით მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მაღალი ხარისხის გამოძიებისთვის
- +

15 თებერვალი. 2019. 15:28

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  გაიმართა.

 

„ეს დეპარტამენტი იმუშავებს არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და ტრეფიკინგის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულებზეც განახორციელებს მონიტორინგს.  დეპარტამენტი ასევე განახორციელებს მონიტორინგს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც საჭიროდ ჩაითვლება არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკიდან, საჯარო ინტერესებიდან და მოქალაქეთა ინტერესიდან გამომდინარე“, - განცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

 

თოლორაიამ ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტის გაფართოება და სისტემის შიდა მონიტორინგის  მექანიზმად ჩამოყალიბება დეპარტამენტის მიერ 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ეფექტურობამ და გამოძიების ხარისხის ზრდის მხრივ მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა.

 

„ვფიქრობთ, რომ  სისტემის შიგნით მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც, პრინციპში, პირველი პრეცედენტია -  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი ხარისხის გამოძიება შევთავაზოთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან მოვლენ“, - განაცხადა თოლორაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner