„თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გრძელიშვილი ჟურნალისტის კითხვას პასუხობს.
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომ თანხა, რომელიც წერეთლების კომპანიისგან ისესხეს და შემდეგ არ დააბრუნეს, წინა დღეს მათივე ბანკიდან წერეთლების მიერვე გამოტანილი სესხი იყო. და ეს სესხი შემდეგ დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით ვადამდე ჩამოწერეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გრძელიშვილი ამბობს, რომ არ იცოდნენ.
„დიახ, როგორც გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ ჩვენებაში აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ ეს თანხა, რომელიც ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას რომ ეს სცოდნოდა, ის ამ თანხას ხელს არ მოჰკიდებდა“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.