logo_geo
eng_logo
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
- +

15 თებერვალი. 2019. 16:21

 

 

ესპანეთში 8 აპრილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ დღეს ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა და საკანონმდებლო კრიზისი გამოიწვია.

 

სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი ორმა პარტიამ არ დაუჭირა, რომლებიც კატალონიის ავტონომიის მომხრე არიან.

 

სანჩესმა მთავრობა 8 თვის წინ ჩამოაყალიბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა მარიანო რაჰოის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. გამოკითხვის თანახმად პედრო სანჩესის სოციალისტთა პარტია არჩევნებში 30% მოიპოვებს, თუმცა მის საპირწონედ ორი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, რომლებიც ერთად ასევე 30% აგროვებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner