logo_geo
eng_logo
ჭიათურაში, სოფელ რგანში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ დამუშავებულ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები გაახორციელა
- +

15 თებერვალი. 2019. 16:57

 

 

ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში, დამუშავებულ კარიერზე (ე.წ. 27-ე კარიერი), „ჯორჯიან მანგანეზმა“ ტექნიკური რეკულტივაციის პროცესი დაასრულა. 10 ჰა ფართობის ტერიტორიის ბიოლოგიური რეკულტივაცია გაზაფხულზე დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება, რაც ტერიტორიის შემოღობვასა და სხვა საჭირო სამუშაოების შესრულებას გულისხმობს. დღეისათვის, კომპანიას, ჭიათურის მასშტაბით, სრულად აქვს აღწერილი ტერიტორია, სადაც ტექნიკური და, შემდგომ, ბიოლოგიური რეკულტივაცია უნდა გახორციელდეს. სოფელ რგანში სარეკულტივაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სამუშაოები სოფელ მღვიმევში, ე.წ ხრამის ტერიტორიაზე დაიწყება, რაც, ჯამურად, 21 ჰექტარს მოიცავს. კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რეკულტივაციის ყოველწლიური სამუშაოები, არანაკლებ, 50 ჰა კარიერული წესით დამუშავებულ მიწის ფართობზე უნდა გახორციელდეს.

 

„ბუნებრივია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ტექნიკური რეკულტივაციის დასრულებისთანავე, აქ უკვე ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყება, რომელთა დასრულების შემდეგაც სრულად აღდგენილ ტერიტორიას მივიღებთ, მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს 10 ჰექტარი არ არის მიმდინარე წლის რეკულტივაციის მთლიანი მოცულობა. კომპანიას სამუშაო გეგმა გაწერილი აქვს, რომლის მიხედვითაც, რეკულტივირებული ტერიტორიების საერთო მოცულობამ, წელიწადში, მინიმუმ, 50 ჰექტარი უნდა შეადგინოს. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მიზნად დაისახა, რომ ჭიათურაში ეს პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას; შესაბამისად, აღიწერა და ადმინისტრირების ქვეშ მოექცა არამარტო ტერიტორიები, რომელთაც, უშუალოდ, კომპანია ამუშავებს, არამედ – ის ფართობებიც, სადაც ე.წ. „კოოპერატორები“ ე.წ. „კონტურების“ ფარგლებში ოპერირებენ. როდესაც ჩვენ გეგმა-გრაფიკზე ვსაუბრობთ, აქ ყველა ტერიტორიაზეა საუბარი, რომელიც, ჩვენი კომპანიის ლიცენზიის ქვეშ, ერთხელ მაინც დამუშავებულა. აღსანიშნია, რომ ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები ჩვენ წინა წელსაც შევასრულეთ; თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოები წელს პირველად მიმდინარეობს“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner