„26 მაისი, სააკაშვილის მეცადინეობით უკვე 5 წელია „ქართველი ხალხის ცემის დღედ" გადაიქცა", - ამის შესახებ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „გვახსოვდეს" წერს.
სტატიაში წერია, რომ 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სასაკლაო დღემდე გამოუძიებელია.
„2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე არა კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის მომხრეები, არამედ სრულიად საქართველო ცემეს და გვემეს... სააკაშვილის ნაცისტურმა რეჟიმმა არამარტო ბურჯანაძის მომხრეებს ადინა სისხლი, არამედ თითოეულ ქართველ პატრიოტს ესროლა რეზინის ტყვია, გადაჰკრა ხელკეტი და ჩააფურთხა სულში, რადგან ამ ვანდალიზმით ნაცებმა თითოეული თავისი მოწინააღმდეგის დატერორება და დამონება სცადა. ამიტომ ვუწოდებ 26 მაისს ქართველი ხალხის ცემის დღეს", - წერს ჟურნალისტი გიორგი გიგაური.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=236