30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩიდან მოიტაცა. სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. 31 წლის კაცი სამ პირთან ერთად შეტყობინების შესვლიდან მალევე დააკავეს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა, ოთხივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა.