ილია ლანდია facebook-ზე წერს:
„კოღუაშვილის ამბავი არ არის შემთხვევითი! ეს იმ მართული, უჩუმარი პროცესის ნაწილია, რომლიც 3 წლის წინ უსუფამ დაიწყო სიტყვებით: „პარლამენტში არ მინდა სპორტსმენები და მსახიობებიო" და რომლის შემდეგ ის ხალხი, ვინც 9 წელი ებრძოდა რეჟიმს, ნელ-ნელა,მეთოდურად იდევნება „ოცნებიდან" და მათ ადგილს ნაცები და რესპები იკავებენ!
ასე ნელ-ნელა შლიდნენ „ოცნებას"!
ამ ამბავს ჩვენც ნელ-ნელა გვაჩვევენ, ნელ-ნელა, როგორც ბაყაყს:
თურმე ბაყაყი რომ ჩააგდო ცხელ წყალში, უცებ ამოხტება, მაგრამ თუ წყალს გაათბობ ძალიან ნელა, ისე მოიხარშება, რომ ვერც გაიგებს!" - წერს ლანდია.