logo_geo
eng_logo
ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

15 თებერვალი. 2019. 21:49

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი მექსიკის კედლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხია. ამის შესახებ BBC წერს.

 

შედეგად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ეროვნული უსაფრთხოების კრიზისი ასევე ჰუმანიტარული კრიზისი საზღვარზე შეწყდა.

 

ტრამპმა გეგმის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კონგრესმა კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარი არ გამოყო. 

 

დემოკრატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას „ძალაუფლების გადამეტებად“ აფასებენ. 

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. გეგმის მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან აშშ-ის დაცვაა. 

შეთანხმებული ბიუჯეტი კედლის მშენებლობაზე, ტრამპის მიერ მოთხოვნილი 5,7 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 1,4 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამ უთანხმოებამ უკვე გამოიწვია 35-დღიანი საბიუჯეტო კრიზისი.

იანვრის ბოლოს ტრამპმა შეაჩერა „შათდაუნი“  რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი პერიოდის განმავლობაში - 35 დღეს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის ფედერალური უწყებების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდული გრაფიკით მუშაობდა. უხელფასოდ დაახლოებით 800 ათასი სახელმწიფო მოხელე დარჩა.

 

ექსპერტები ტრამპის ნაბიჯის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავენ, რომელმაც შეიძლება გააუქმოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება თუ მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამასთან, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გაამწვავოს ტრამპის კონგრესთან დაპირისპირება, რომელიც ბიუჯეტის განაწილებაზეა პასუხისმგებელი. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner