logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ მარო მაყაშვილის იმედიან სიტყვებს...
- +

25 თებერვალი. 2016. 14:15


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95-ე წლისთავს მარო მაყაშვილის წერილით გამოეხმაურა.


„საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია, შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.

...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

 

„ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ მარო მაყაშვილის გაუტეხელ და იმედიან სიტყვებს და გვიხარია, რომ საბოლოოდ, საქართველომ მაინც გაიმარჯვა. აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს წერილში.


25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობებზე დაეშვა.


1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია ომის გამოუცხადებლად საქართველოში შემოიჭრა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ.


1921 წლის 23-24 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა, 25 თებერვალს კი რუსეთის არმიამ თბილისი აიღო..




იხილეთ:



„მარო მაყაშვილის დღიური"


http://reportiori.ge/inside.php?menuid=73&id=726


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner