logo_geo
eng_logo
ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომლის ნაცეკვმა „რაჭულმა“ სოციალური ქსელი მოხიბლა
- +

16 თებერვალი. 2019. 02:09

 

 

პატარა ბიჭუნა, რომლის ნაცეკვმა „რაჭულმა“ სრულიად სოციალური ქსელი მონუსხა, ვალერი გობეჯიშვილია. მისი ცეკვის ამსახველი ვიდეო დიდი ხნის წინ არის გადაღებული ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში.

როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში ვალერის დედა მაია ლობჟანიძე აღნიშნავს, შვილს ძალიან უყვარს ცეკვა და „რაჭულის“ გარდა სხვა ცეკვებიც იცის. თუმცა „რაჭული“, რომლითაც ხალხმა გაიცნო, ბავშვმა თავად ისწავლა.

 

„როცა ვიდეო გადაუღეს სოფელ ღებში, მაშინ არ დადიოდა ცეკვაზე. ახლა 9 წლის არის, ორი წელია ცეკვაზეც დადის და ფანდურზეც. ვიდეოში რომ ბებო ჩანს, ის არ არის ვალერის ბებია, მეზობელია, რომელიც ასე ართობდა ხოლმე ჩვენს ბიჭს“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner