„ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უყურებს იმას, თუ როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგეებისგან“, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
„ისე უბრალოდ არ ვუყურებთ იმას, თუ როგორ ყიდულობენ ჩვენი მოკავშირეები შეიარაღებას ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან. დასავლეთში მშვიდობის გარანტიებს ვერ უზრუნველვყოფთ, თუ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთზე არიან დამოკიდებულნი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი NATO-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.
აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც NATO-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.