logo_geo
eng_logo
მაიკ პენსი: გულხელდაკრეფილი არ ვუყურებთ იმას, როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან
- +

16 თებერვალი. 2019. 16:34

 

 

 

„ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უყურებს იმას, თუ როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგეებისგან“, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

 

„ისე უბრალოდ არ ვუყურებთ იმას, თუ როგორ ყიდულობენ ჩვენი მოკავშირეები შეიარაღებას ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან. დასავლეთში მშვიდობის გარანტიებს ვერ უზრუნველვყოფთ, თუ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთზე არიან დამოკიდებულნი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი NATO-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

 

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც NATO-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner