logo_geo
eng_logo
გმირი მამა, რომელმაც ოჯახი ხანძარს გადაარჩინა და მე-5 სართულიდან გადმოაგდო
- +

16 თებერვალი. 2019. 17:56

 

 

ეს შემთხვევა რუსეთში, ვლადიმირის ოლქის პატარა ქალაქ სტრუნინოში  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. საშინელი ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახმა ვერ შეძლო ბინიდან გაღწევა, მამა პანიკაში არ ჩავარდა, აივნიდან ხალიჩა გადააგდო, რომელიც გამვლელებმა ბატუტივით გაჭიმეს.  ამის შემდეგ მამამ ჯერ უმცროსი ბავშვი გადმოაგდო, შემდეგ - სამი წლის გოგონა, და მერე - ცოლი. ამის შემდეგ კი თავადაც გადმოხტა. მსხვერპლის გარეშე დასრულებული შემთხვევა და გმირი მამა, რომელმაც საკუთარი ოჯახი გადაარჩინა. მართალია, მამაკაცმა სერიოზული ტრავმები მიიღო, თუმცა, რაც მთავარია, ოჯახი გადაარჩინა. მას ხალხმა გმირი მამა უწოდა.

 

 

 

წყარო: sportpost.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner