ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მძღოლი 250 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა.