თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალ, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.