logo_geo
eng_logo
პაველ კლიმკინი: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღოს
- +

24 მაისი. 2016. 12:02


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღოს.



როგორც მინისტრებმა მაცნობეს, ვინაიდან საქართველომ ვალდებულებები ჩვენზე ადრე შეასრულა, ის შესაძლოა, დღის წესრიგში რამდენიმე კვირით ადრე მოხვდეს", - განაცხადა პაველ კლიმკინმა.



მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მასთან გამართულ შეხვედრებზე დაადასტურეს, რომ ევროკავშირს არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან არანაირი კითხვები არა აქვს.



რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებსა თუ თვეებში უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ მოხვდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner