logo_geo
eng_logo
მარნეულში ხრამ არხის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს
- +

17 თებერვალი. 2019. 12:07

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის 12 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი და ფერდები არმატურის ბადითა და მონოლითური ბეტონით ეწყობა.

 

რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, სარწყავი სისტემის წყალგამშვებ ნაგებობებს, ხიდებსა და აკვედუკს.

 

სამუშაოების გასაცნობად ქვემო ქართლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია იმყოფებოდა.

 

 აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სოფელ ხიზილაჯლოს, ქალაქ მარნეულის, საბირკენდისა და ალგეთის 4 075 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვას გააუმჯობესებს. 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2,140,624  ლარია გამოყოფილი.

 

ქვემო ქართლში, ასევე, მიმდინარეობს, იმირასანის, აღმაშენებლისა და ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნვეყოფილი გახდება დამატებით 1370 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4485 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner