ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
„შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას.
ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი", - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.