logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა
- +

17 თებერვალი. 2019. 13:42

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი ცოდვა, „უნდა ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც გაგვაჩნია“.

 

„მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება - რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ.

 

ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ლოცულობს, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არ ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner