ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვეტერანი ლიდერი, ჯოზეფ ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს უახლოეს მომავალში გადაწყვეტს. განცხადება ამის შესახებ ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბაიდენის თქმით, ის ახლა გადაწვეტილების მიღების პროცესშია და მედია შედეგს ძალიან მალე გაიგებს. ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას გადაწყვეტს, დემოკრატები რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან, დაუჭირონ მხარი ახალბედა პოლიტიკოსს თუ გამოცდილ ვეტერანს. |