„მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კოღუაშვილს შეეშალა, შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშა და რამდენადაც მისთვის ცნობილია, კოღუაშვილი სერიოზულად გააკრიტიკეს.
„პოლისტაბჭოს ჩვენ აღარ ვესწრებით, რაც კოალიცია დაიშალა, მაგრამ ცხადია, ინფორმაცია მოგვდის. ძალიან სერიოზული კრიტიკა იყო თითის ქნევით და გააფრთხილეს - ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა დავით კოღუაშვილთან მიმართებაში უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს.