მარნეულში, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე სატვირთო ავტომობილი და მართვის ჯიხური დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო სამსახურის დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებას გადაურჩა თავად გაზგასამართი სადგური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.