logo_geo
eng_logo
შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გამართა
- +

24 მაისი. 2016. 12:31


შინაგან საქმეთა სამინისტროში, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს რებრენდინგის საფუძველზე, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა. ახალი დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში", რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო.



პრეზენტაციაზე კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის განახლებული ფუნქციები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო წარმოდგენილი.



შეხვედრაში შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სსიპ-ების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც შსს-ს სისტემის განვითარების საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის პროცესში არიან ჩართულნი.



შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების, სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირებისა და მოწინავე მიდგომების სისტემაში დანერგვის მიზნით, განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. კოორდინირებული საქმიანობის აღნიშნული ფორმატი უწყებაში მიმდინარე განვითარების პროცესების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner