ვენესუელამ ევროპარლამენტის დეპუტატები ქვეყანაში არ შეუშვა. ოფიციალური კარაკასი მიზეზად კანონმდებლების „კონსპირაციულ მოტივებს“ ასახელებს.
„ევროპის სახალხო პარტიის“ ოთხი დეპუტატი ვენესუელაში დროებით პრეზიდენტად აღიარებულ ხუან გუაიდოსთან შესახვედრად მიემართებოდა. ხუან გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად ევროპარლამენტმა და დასავლურმა ქვეყნებმა გასულ თვეში აღიარეს.
„მათ ჩამოგვართვეს ჩვენი პასპორტები და არ გვეუბნებიან გაძევების მიზეზს“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დეპუტატი გონზალეზ პონსი.
თუმცა, ვენესუელის არალეგიტიმურად ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ დეპუტატები ქვეყანაში არდაშვების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.