logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო NATO-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
- +

24 მაისი. 2016. 12:32


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო NATO-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე პარტნიორი.



შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ მზადებაზე ვარშავის სამიტისთვის. მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ძირითად, სამ ელემენტზე იქნება საუბარი: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა.

სამიტის შედეგ საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.



მისი თქმით, ვარშავის სამიტის შემდეგ „NATO-ში უფრო მეტი საქართველო იქნება".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner