ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომელსაც მომღერალ გიო ხუციშვილს უძღვნის. ტექსტისა და მუსიკის ავტორიც, თავად მომღერალი ნატო გელაშვილია.
„ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა და სპონტანურად ჩავწერე, ისე, უბრალოდ, მთელი გულითა და არსებით... ისეთი როგორიც იყო ხუცოსთან ურთიერთობა. მომაწვა და ამოვთქვი... 23 თებერვალს ხო ჩემი ხუცოს დაბადების დღეა“, - წერს ნატო გელაშვილი.