logo_geo
eng_logo
გელა ჭიჭინაძე: ნოდარ დუმბაძის სოსოია მანდეს!
- +

24 მაისი. 2016. 12:34

ნოდარ დუმბაძის სოსოიას ეკრანზე გამცოცხლებელი, უკვე 68 წლის გელა ჭიჭინაძე ფილმ „მე ვხედავ მზის" გადაღებებს იხსენებს და და დარწმუნებულია, თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, მაინც სოსოიასსოფლის შარაგზას გაივლის.
თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრეკლასელი გელა ჭიჭინაძე პიონერთა სასახლის დრამწრეზე დადიოდა  და ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ასრულებდა.
„მე ვხედავ მზეში"  სოსოიას როლის სინჯებზე ბევრი კონკურენტი მყავდა, მაგრამ რატომღაც მე დამტოვესო",-იხსენებს გელა ჭიჭინაძე.


ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარებდა, მაგრამ მსახიობობას სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ამჯობინა. 



ქართლის ახალქალაქიდან დავიწყეთ, მერე სოხუმშიც ვიღებდით, ეშერაშიც, აფხაზეთის ტყეებში - თევზაობის ეპიზოდები იქ, მდინარის პირასაა გადაღებული. 
მახსოვს, ძალიან ციოდა, წყალში ჩასვლის ეპიზოდს რომ ვიღებდით. - არ გაცივდესო, ჩაილაპარაკა სოსოიას რუსმა, ანატოლიმ" - მსახიობმა გლებ სტრიჟენოვმა, ჩექმიდან ჩეკუშკა" დააძრო და არაყი დამალევინა, არადა, ბავშვი ვიყავი და არაყს არ ვსვამდი. ერთმა ჭიქამ ტანში დამიარა და ისე შევხტი წყალში, თითქოს ტანკს ვუვარდებოდი. მოგვიანებით მეუბნებოდნენ, - ანატოლიმ გაგალოთაო. ცხონებული გლებ სტრიჟენოვი შესანიშნავი კაცი იყო. ეჰ, რა გითხრათ? დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არც მჯერა, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და ის პერიოდიც მე გავიარე! 
ამხელა ფილმში მთავარი როლი - ნოდარ დუმბაძის სოსოია მანდეს!

 



როლზე რომ დამამტკიცეს,  ვერ წარმოიდგენთ, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა - 15 წლის ბიჭს ანცობაც მიყვარდა, გართობაც, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ცუდის გაკეთების უფლება არ მქონდა და ყოველთვის მობილიზებული ვიყავი. 

არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა გადაღებისასაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. ძალიან საყვარელი ადამიანია... იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო!...



შემდეგშიც, სოსოიას ამბავივით წარიმართა ჩემი ცხოვრება - მართლა ომი დაიწყო და ბევრმა უბედურებამ გადაიარა ჩემს კისერზე. პროფესიით არქიტექტორი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ხატვა ვარჩიე. ყოველთვის ნორმალურ ადგილას ვმუშაობდი, კარგ თანამდებობებზე, მერე კი... გავყიდე სახლ-კარი, ყველაფერი და ახლა ჯანმრთელობაც აღარ მივარგა - ოთხჯერ გადავიტანე ინსულტი. 




ხელახლა რომ დავიწყო ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი", - ამბობს გელა ჭიჭინაძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner