ამსტერდამის აეროპორტში „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ელენა მილაშინა და უფლებადამცველი ცენტრის „მემორიალის“ თანამშრომელი მილანა ბახაევა დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მილაშინა და ბახაევა ამსტერდამში იმ უფლებადამცველებთან შესახვედრად ჩავიდნენ, რომლებიც სირიელი ლტოლვილების საკითხს იკვლევენ.
„ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ დაკავებულებისთვის ჯერჯერობით კონკრეტული ბრალდება არ წაუყენებიათ, ამჟამად კი ისინი ამსტერდამის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.