logo_geo
eng_logo
ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს - მათშორის ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და დეკანოზ გიორგი მამალაძეს სხვა ციხეებში გადაიყვანენ
- +

18 თებერვალი. 2019. 14:13

 

ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ცნობით, „მატროსოვი“ ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა ადგილას გადატანა იგეგმება.

 

რაც შეეხება მატროსოვის შენობას, დაანგრევენ თუ არსებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია მოხდება, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

 

ხოლო შეკითხვაზე - სად მოხდება იმ მსჯავრდებულების გადაყვანა, რომლებიც სასჯელს №9 დაწესებულებაში იხდიან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი „ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.

 

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე „მატროსოვის ციხეში“, რომლის ძირითადი ნაწილი ნახევრად ღია ზონას წარმოადგენს, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გოგა ონიანი, ირაკლი ფირცხალავა. ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner