logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
- +

18 თებერვალი. 2019. 14:36

 

ყველაზე უიმედო მაშინ ვიყავი, სულს ამოგხდითო, ხელისუფლების სახელით რომ მემუქრებოდნენ, ნულოვანი ტოლერანტობაო, რომ დამჩხაოდნენ, სახლში რომ ვიყავი გატრუნული და ეზოში გაჩერებული ყველა უცნობი მანქანა ჩემთან მოსული სადამსჯელო რაზმი რომ მეგონა. რომ მეგონა არასოდეს დასრულდებოდა შიშიანობა და ქვეყნის აღმშენელობის ეგიდით მწამებლები და სისხლისმღვრელები, ხოდა ამ დროს გამოჩნდი გამარჯვებულ ლაშქართან ერთად და გავიხარე, მხსნელად გიგულე...

 

დედას გაფიცებ, მამას გაფიცებ და ყველა შენს საფიცარს, რაღაც იმედები ისევ დამრჩა და არ გამიცრუო, თორემ იმედგაცრუებული და ნაღალატევი ადამიანი ადამიანი კი არა ნივთია, ნუ გვაქცევ ნივთებად, ჩვენ ხომ გულწრფელად გამოგყევით, იფიქრეთ ჩვენზეც, ვინც არც ვხატავთ, არც ვმღერით არც ვმსახიობობთ, არც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ვართ, არც თქვენს სასახლეებში ვიჭყიტებით და არც გემათხოვრებით. უბრალოდ, იმ ხალხს ენდეთ, ვინც ამ ქვეყნის ტკივილში იხარშება და გულით წუხს და არა სიტყვებით, მედროვე გოგო–ბიჭები სულ „მადროვეს“ რეჟიმში არიან, განა რამდენი წელი კი დაგვრჩა, რომ ისევ ვადროვოთ და უღირსები ავიტანოთ!

 

გილოცავთ, დღეს თქვენი დაბადების დღე ყოფილა, მოსალოცები, საერთო საიხარულები და წარმატებები არ მოგკლებოდეს თქვენ, ჩვენ და ამ გადაუშენებელ ქვეყანას!

 

ჯერ კიდევ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

 

პ.ს. ერთმა კარგმა ქართველმა, მერაბ მამარდაშვილმა თქვა – "ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!" გახსოვდეთ ზეცა!

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner